დახურვა
სტილი
17.11.2023

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ის ტელეეკრანებზე აღარ ჩანს, გულშემატკივრებთან კონტაქტს სწორედ "ფეისბუკისა" და "ინსტაგრამის" საშუალებით ინარჩუნებს. ამჯერად კი მათ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მისთვის პატარა ასაკის მამაკაცთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა:

„ბოლო რამდენიმე წელია ჩემი ასაკის თაყვანისმცემელი არც მყოლია. ჩემზე პატარა ასაკის მამაკაცთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, სხვანაირ ენერგიას იღებ...” - უპასუხა ყოფილმა ტელეწამყვანმა გამომწერებს.

მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×