დახურვა
სტილი
21.11.2023

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ არ გამოჩენილა, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, საზოგადოების წინაშე აღარ ჩნდებოდა.

„გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. მაგრამ აღარ შემეძლო ქართული საუბრები, რა გაცვია, ვინ დაგირეკა და ა.შ. ძალიან სიმპათიური, ჯანსაღი აზროვნების ბოიფრენდი მყავდა. ხან ის ჩამოდიოდა თვეში 4-5 დღე, ხან მე მივდიოდი. ჯანსაღი ურთიერთობა მქონდა, რომელიც თან გახალისებს. საერთოდ არ მიფიქრია გათხოვებაზე. ჩამოვიდა ერთხელ, არ მინდოდა გათხოვება. მეორედ ჩამოვიდა და წავედი. იმიტომ რომ აქ არ შემეძლო არაფერი. არ ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ საკუთარი ხმა მაღიზიანებდა.

ორი თვე ვიყავი აბსოლუტურად გათიშული. დღე-ღამეში ფაქტობრივად, 14-15 საათი მეძინა, იმიტომ რომ ვიღვიძებდი, ვტიროდი, ღმუილის ხმა მქონდა. არ ვიცი ეს ტკივილი რას შევადარო. საკუთარი თავი რომ გეცოდება, ეს არის ყველაზე ცუდი შეგრძნება.

ფაქტობრივად შერყეული ფსიქიკით წავედი. გავთხოვდი და ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი დაიწყო..

მე დიდი იმედები არ მქონდა, ილიასთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი.

მე კაცებს ბევრ უფლებას ვაძლევ ხოლმე და ვენაცვალე იმ ქალებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ ქმრები და რასაც უნდა, იმას აკეთებინებენ. მე ყველას ზედ ვყვები და მერე უნდათ, რომ დამლაგებელი ვიყო, მაგრამ როგორც არ უნდა მითხრან, ვერ ვხედავ, რომ რაღაცები ყრია.

ის გახდა ისეთი, როგორიც არ არის. მე ისევ  ჩავწექი და დაიწყო კარანტინი და გაუსაძლისი იყო ყველაფერი. მქონ­და მძი­მე დეპ­რე­სია და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბის ციკ­ლი და­მე­წყო მე­ო­თხე­ჯერ. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა. 2 წელი და შვი­დი თვე მქონ­და და დღე­ში 5-ჯერ მა­ინც მქონ­და შე­ტე­ვა. ყვე­ლა დე­ლი­ვე­რის ბიჭი მცნობ­და. იქ გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი გოგო, სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნა როცა არ შე­მეძ­ლო, მას ვთხოვ­დი დარ­ჩე­ნას ჩემ­თან. ერთხე­ლაც აღ­მოვ­ჩნდი პა­ლა­ტა­ში, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. გონს რომ მო­ვე­დი, ვერც მივ­ხვდი რა და­მე­მარ­თა.. და­უ­ძა­ხეს მთა­ვარ ექიმს. მკი­თხეს ჩემს შე­სა­ხებ. აქ რა­ტომ ხარო, - მკი­თხეს. არ მახ­სოვ­და არა­ფე­რი. მე გე­ტყვით რაც გჭირ­თო - ეპი­ლეფ­სი­ის შე­ტე­ვაო. პირ­ვე­ლად და­მე­მარ­თა 44 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი. არ ვიცი, რა­ნა­ი­რად და­მე­მარ­თა. რომ გა­ვიღ­ვი­ძე, თან დაბ­მუ­ლი ვი­ყა­ვი.

როცა შე­ტე­ვა მო­მი­ვი­და, სახ­ლში მარ­ტო ვი­ყა­ვი. თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი და ილი­ასს და­ვუ­რე­კე, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ რი­გი­თი პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა გექ­ნე­ბაო. ვუ­თხა­რი, რომ მარ­თლა ცუ­დად ვარ-მეთ­ქი. ბო­ლოს მახ­სოვს, რომ ტე­ლე­ფონ­საც ვე­ღარ ვი­ჭერ­დი, რომ აღარ ვუ­პა­სუ­ხე, მო­ვი­და. პულ­სი არ მქონ­და. ბედ­ზე გა­დავ­რჩი" - ამ­ბობს ნინა წკრიალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×