დახურვა
სტილი
21.11.2023

მსახიობი ნანუკა გულუა ინსტაგრამზე გამომწერებს მიმართავს და პოსტს აქვეყნებს.

როგორც მსახიობი წერს, ძიძა არის დედის შემცვლელი და საზოგადოებას მოუწოდებს, ოჯახის წევრივით უყვარდეთ შვილის აღმზრდელი.

„მეგობრებო, უამრავი მესიჯი მივიღე ირასთან დაკავშირებით. საკვირველია, რომ ძალიან მიყვარს? ირა ჩემი ოჯახის ყველაზე საპატიო წევრია, ჩემი გულის უდიდესი ნაწილი მას გავუხსენი, ჩემი ერთგული მეგობარია და ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი მას აბარია! ირა და მე, არ ვითვლით წუთებს, დროს, საკვებს, დღეებს, ჩვენ ყველაფერი გვაქვს საერთო, ძიძა არის შენი ნახევარი, რომელიც შენ შვილს დედას უცვლის! თუ ასე არ უდგებით თქვენს მთავარ ადამიანებს, შვილის აღმზრდელებს, საკვირველიც ესაა", - წერს ნანუკა გულუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×