დახურვა
სტილი
24.11.2023

ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი 371 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

თუ საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში პლეი ოფის ბარიერს გადალახავს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, 9,25 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაშის მოგებისთვის ნაკრები დამატებით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრეზე - 750 000 ევროს.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპზე საპრიზო თანხები ასე გადანაწილდება:

მერვედფინალში გასვლისთვის - 2 მილიონი ევრო;

მეოთხედფინალში გასვლისთვის - 3,25 მილიონი ევრო;

ნახევარფინალში გასვლისთვის - 5 მილიონი ევრო;

ფინალში დამარცხებული ნაკრები 7 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ევრო 2024-ის გამარჯვებული - 10 მილიონ ევროს. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონს შეუძლია ტურნირის განმავლობაში 34 მილიონ ევრომდე საპრიზო თანხა გამოიმუშაოს.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის საგზურისთვის, პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში, თბილისში, 21 მარტს, საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში, ის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილს შორის მოგებულს ეთამაშება. ეს შეხვედრაც თბილისში, 27 მარტს გაიმართება.

წყარო: mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×