დახურვა
სტილი
25.11.2023

იუმორისტი და მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ძველ ისტორიას იხსენებს და პოსტს აქვეყნებს.

ნიკა ქავთარაძე ამბავს იხსენებს, მისი ორეულის შესახებ, რომელიც მისი თქმით ყველაზე მაგარი ამბავია მის კარიერაში.

„ეს არის ამბავი, რომლის მოყოლაც ძალიან დიდი ხანია მინდა. რადგან ალბათ მართლა ყველაზე მაგარი ამბავია ჩემ კარიერაში. მეტიც ასეთი ამბავი არის ერთადერთი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის შოუბიზნესის ისტორიაში. ეს არის ამბავი, რომელიც ერთი წამით ამ პატარა ქვეყანას აქცევს დიდი გართობის ინდუსტრიის ქვეყნად. და როგორც ზემოთ დავწერე, ეს ამბავი ჩემ თავს მოხდა. ქუთაისში ჩელენტანოს ორეულის კონცერტი არის მიზეზი, რატომაც ამას ვიხსენებ. 2006 წელს, როცა იმედზე "N-SHOW - ნიკა ქავთარაძის შოუ" გადიოდა, გადაცემაში იყო ერთი რუბრიკა - განსაკუთრებული ადამიანების აღმოსაჩენად. შემდეგში "ნიჭიერი" რომ იყო, ზუსტად ეგეთი. ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანი აღმოუჩენია ამ რუბრიკას. ამაზე არ ვწერ ახლა. ჰო და, ერთ გადაცემაში გვქონდა ორეულების თემაც. ჰო და ერთი კარგი ადამიანიც ვიპოვეთ ასე. მინდია ხოდა, ეს შოუ (N-SHOW) და შესაბამისად მისი წამყვანი ნიკა ქავთარაძე ისეთი პოპულარული იყო, რომ მინდიამ, როგორც ჩემმა ორეულმა, რამდენიმე კონცერტიც გამართა აჭარაში - ოღონდ იმას ერქვა M-SHOW. ასეთი ამბავი მოხდა ჩემს და ქართული შოუბიზნესის ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ. ხოდა ამაზე გიჟური და ამაზე ემოციური რამე უბრალოდ მე არ ვიცი (აფიშის ფოტო კომენტარში)" - წერს ნიკა ქავთარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×