დახურვა
სტილი
28.11.2023

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკესთან" ამხელს, რატომ არ სურდა, რომ მისთვის ვარსკვლავი გაეხსნათ. ცნობილია, რომ დათო ოქიტაშვილს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, კომპოზიტორი ვარსკვლავის გახსნაზე რომ დაეთანხმებინა.

ნატო გელაშვილი:

„არ მიყვარს პომპეზურობა. ვარსკვლავის გახსნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, შენმა შემოქმედებამ დროს უნდა გაუძლოს, წლებმა უნდა დაამტკიცოს, რომ ისეთი ღირებული შექმენი, რაც შენი მსმენელისთვის მოსასმენად ყოველთვის სასიამოვნოა და ახალ თაობასაც მოეწონება.

მე არ ვარ მომღერალი. სპონტანურად ავმღერდი. გიორგიზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა სიმღერა „დედაშვილობა" ნეკა სებისკვერაძესთან ერთად შევასრულე. ჩემი სიმღერებიდან მხოლოდ იმას ვმღერი, რაც ჩემთან ძალიან ახლოა. არ მაქვს დიდი დიაპაზონის ხმა, ცოტა ხრინწიც მომდევს. მსმენელს მაინც მოსწონს, უყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გულწრფელი ვარ, იმას გამოვხატავ, რასაც განვიცდი და ერთ მისხალსაც არ ვიტოვებ გულში.

უბედნიერესი ვარ, ჩემი შემოქმედება ჩემმა მსმენელმა რომ გაითავისა, შეიყვარა. სიყვარულს ვგრძნობ ყველგან და ამაზე დიდი ჯილდო ბუნებაში არ არსებობს. რა არის ვარსკვლავი ამასთან შედარებით? რატომ უნდა შემეწუხებინა საზოგადოება, ნახეთ, ვარსკვლავს მიხსნიან-მეთქი? არც ვაპირებდი, მაგრამ დათოსთან ერთად მეგობრებმაც არ მოისვენეს, მუდმივად მთხოვდნენ, დავთანხმებულიყავი. ეს ჩემი გიო ხუციშვილის თხოვნაც იყო. როცა მას ვარსკვლავს უხსნიდნენ, უნდოდა, ორივეს ვარსკვლავი ერთდროულად გახსნილიყო, მაშინაც უარი ვთქვი. ახლა, როგორც იქნა, გავტეხე ნავსი და ეს დღეც დადგა - მღელვარე, ბედნიერი, ცრემლიანი, უდიდესი ემოციებით სავსე..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×