დახურვა
სტილი
28.11.2023

მომღერალი მანანა თოდაძე 65 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება, ის მისი სილამაზის და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრობს.

„სპორტდარბაზში არ დავდივარ, მაგრამ სახლის პირობებში მშვენივრად ვართმევ თავს... ყოველდღე 10-15-წუთიანი მოძრაობები, სავსებით საკმარისია. მიყვარს ფეხით სიარული, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. უცხოეთშიც, როცა მივდივარ, ბევრს დავდივარ, ერთხელ 20 კილომეტრიც კი გავიარე (იცინის). წელს, ზაფხულში, ჩემს დაქალებთან ერთად ვიყავი ესპანეთში და დღეში 12 კილომეტრს დავდიოდით" - ამბობს მანანა თოდაძე.

კვირაში, მინიმუმ, 1-2-ჯერ ვიყენებ ბებიებისგან ნასწავლ საშუალებას: მჭადის ფქვილი, სოდა და მარილი. აბაზანაში მიდევს ქილა, სადაც ეს ყველაფერი ერთად მაქვს მშრალად არეული და სველ სახეზე შევიზელ ხოლმე, ცივი წყლით ჩამობანის შემდეგ, კანი ხდება სუფთა და კრიალა. არაერთი ცნობილი ბრენდის სკრაბი გამოვიდა, ყველა ვცადე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ეფექტური მაინც ეს ძველებური მეთოდია. რა თქმა უნდა, გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მადლობელი ვარ, რომ გენეტიკაც ხელს მიწყობს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×