დახურვა
სტილი
28.11.2023

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:

„როგორ ქმარს ვისურვებდი? გოგონებს რომ ვუსმენდი, ურთიერთობას სწავლა უნდაო, ამბობდნენ, მე აღმოვაჩინე, რომ საოცრად კომპლექსიანი ვარ და ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აღზრდიდან მოდის. შეიძლება არც კი მომეწონოს, რადგან მერიდება. თუ მომეწონება, არ მივწერ, მოწონებისას აუცილებლად შემატყობთ, რადგან გავწითლდები. ცოტა ღრმა კომპლექსებია. ერთადერთი ურთიერთობა მქონდა, რომლის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არასწორად ვიქცეოდი. ძალიან ბევრი რამ არ მცოდნია. 

რაც შეეხება უშუალოდ მამაკაცს, ყველა ქალბატონს უნდა მზრუნველი, ყურადღებიანი, მისთვის განსაკუთრებული მამაკაცი, იუმორიც რომ აქვს. გარეგნობას რაც შეეხება, არ მომწონებია ფიზიკურად მამაკაცი, არ ჯდებოდა ჩემს კრიტერიუმებში, მერე საუბართან ერთად, მომწონებია გარეგნობაც. ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და მივხვდი, რომ ეს ასეა. იმ ინდივიდს ოჯახი ქმნის და ამიტომ აქვს ოჯახს მნიშვნელობა. მთავარი, რაც აღმოვაჩინე, რომ ურთიერთობაში მთავარია, მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი იმ მამაკაცის გვერდით…“ – აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×