დახურვა
სტილი
30.11.2023

ექსპრემიერის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი, ბერუკა იუბილარია, ბავშვი 4 წლის გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანუკა გუდავაძის და წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. ყოფილი პრემიერის ვაჟისა და მისი რჩეულის, მოდელისა და ბლოგერის, ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერა სვეტიცხოველში ჩატარდა. ჯვრისწერის წინ წყვილი პატრიარქმა მიიღო, დალოცა და დაასაჩუქრა.

წვეულება კოჯორში, "ბიოლი ჰოლში" გაიმართა, რომელსაც 150-მდე სტუმარი დაესწრო. დედოფალს აბრეშუმის კაბა ეცვა რალფ რუსოს კოლექციიდან. წყვილის სიყვარულის ისტორია ზაფხულში დაიწყო და მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა მინაწერით: "რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი."

ბერასა და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი დადუ ივანიშვილი 20 მარტს დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ თუ წყვილი ადრე აქტიურად აზიარებდა ვიდეოსა თუ ფოტოებს, ისინი კარგა ხანია სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობენ.

წყარო - kvirispalitra.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×