დახურვა
სტილი
09.02.2024

გიორგი გილიგაშვილი „არტ-ფმ"-ს ესტუმრა, სადაც მისი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

მსახიობმა და მომღერალმა აღნიშნა, რომ ბევრს წარსული ეპოქიდან ჰგონია:

„ბევრი მეუბნება, რომ წარსული ეპოქიდან ვარ, თუმცა თვითონ მგონია, რომ მომავლიდან ვარ. სინამდვილეში, არც წარსული არსებობს მომავლის გარეშე, არც მომავალი წარსულის გარეშე, ამიტომ სწორედ ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთს. რა თქმა უნდა, უსიყვარულობა, მტრობა და ვერაგობა ყოველთვის იყო და იქნება, რადგან ადამიანი ცოდვის შვილია და ვერ იტევს სიყვარულს და სიკეთეს მთელი სისავსითა და სისრულით. ადამიანები არა მსგავსებას და ერთმანეთთან დაახლოების, არამედ განსხვავებას და განშორების მიზეზს ეძებენ, ამიტომ მინდა, რომ ხშირად გავუმეოროთ საკუთარ თავს და მოყვასს, რომ საჭიროა „გავღმერთიანდეთ".

გიორგიმ ამავე ინტერვიუში მძიმე პერიოდის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მას უამრავი ადამიანი ამოუდგა მხარში მძიმე დიაგნოზის შემდეგ:

„მართალია, მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ მაინც ტკბილად მახსენდება, რადგან უამრავი ადამიანი ამომიდგა მხარში, ნაცნობებიც და უცნობებიც ჩემთვის ლოცულობდნენ და სწორედ ჩემზე ზრუნვით, სხვისთვის სიკეთის კეთებით გამოაჩინეს ნამდვილი სახე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×