დახურვა
სტილი
09.02.2024

ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მე­გო­ბარ­სა და ყო­ფილ კო­ლე­გას ემო­ცი­უ­რი პოს­ტით იხ­სე­ნებს. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ბო­ლოს ჯაჭვლი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ნახა.

"8 თებერვალი ეს ის თარიღია რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა... იცი, სოსო, მთელი ეს წლები რაც ერთად ვიარეთ მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი რატომ?! იმიტომ, რომ მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეშობამდე მომწერე, როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან მოდი მნახეო.... 6 იანვარს შეგხვდი და იქაც იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე, ის სიტყვა, რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვსთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით!

იცი, სოსო, მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ, სადაც არ უნდა იყო ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით, რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის!

6 იანვარს ბოლოს როცა გემშვიდობებოდი, გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი დალურჯებული ჰქონდა?! მიმალავდი, რადგან არ გინდოდა ეგ ნატანჯი ხელი მენახა იმიტომ, რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადააფარე...

ამ პროცესში მივხვდი, რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა და ამასთანავე ერთგულებაზე მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი...

მოგკიდე ხელი დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი და შუბლზე მივდე და გითხარი, მეიმედები...

ასე რომ მოვეფერე, არ ელოდა და მითხრა... შენ შემოგევლე! შენ!" - წერს კურტანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×