დახურვა
სტილი
10.02.2024

ცნობილი დიჯეი გიგა პაპასკირი კლუბ „ბასიანთან" მამა შალვა კეკელიას მიერ გამართულ პარაკლისს დაესწრო.

ამის შესახებ გიგა სოციალურ ქსელში წერს და ახალგაზრდებს მოუწოდებს უარი თქვან ნარკოტიკზე.

„დიახ! მეც იქ ვიდექი!

ვიდექი და ცრემლებით მქონდა თვალები სავსე!

განადგურებული ვიდექი და ამავდროულად ბედნიერი, რომ ირგვლივ ამდენ ახალგაზრდა თუ მოხუც ადამიანს ვხედავდი, ამდენ სიყვარულს და დაფასებას! მე ჩემი შვილების მაგივრად მტკიოდა! მე მრცხვენოდა იქ დგომა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი და არ ვიცი რატომ მქონდა ამხელა დანაშაულის შეგრძნება!

მამა შალვა კეკელიამ და იქ მყოფმა მღვდლებმა ისაუბრეს იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ. კლუბიდან გამოსული გოგონა გარდაიცვალა! და სწორედ ამ კლუბის მიმდებარედ მამა შალვამ ჩაატარა პარაკლისი.

მიუხედავად იმისა რომ დიჯეი ვარ და მუსიკასთან ძალიან ახლოს ვარ და მიწეს სხვადასხვა კლუბებში დაკვრა! მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ უარი თქვან ნარკოტიკზე!

ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა, სავსეა საავადმყოფოები ახალგაზრდებით, (ინტოქსიკაცია, ნარკოტიკის უხვი რაოდენობით მიღება). უამრავი მეგობარი თუ ნაცნობი დავკარგე უკვე! და არა მარტო მე! დავკარგეთ ყველამ!

გაიგეთ, რომ ეს არ არის ტენდენცია და არ არის გოიმობა და არ ხარ ცუდი ტიპი თუ კლუბურ ნარკოტიკს არ მიიღებ! ამით არაფერს არ ჩამორჩები!

თუმცა დღეს იმ კლუბმა სადაც ეს ფაქტი მოხდა დღეს ღონისძიება ჩაატარა და მინდა ვკითხო იქ მყოფ ახალგაზრდებს, ნუთუ იმ გოგონას სიცოცხლე ფეხებზე გკიდიათ? ან მეგობრები არ გყავთ? ან მშობლები?!

არ ვიცი! მრცხვენია თქვენს მაგივრად!

სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და რწმენა! აი ეს დავკარგეთ ახალგაზრდებმა!" - წერს გიგა პაპასკირი.

ცნობისთვის, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა (კეკელიამ), მრევლთან ერთად, კლუბ „ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე პარაკლისი გადაიხადა.

სასულიერო პირი კლუბური ნარკოტიკების აკრძალვასა და აზარტული თამაშების კონტროლს ითხოვს.

მამა შალვა კეკელიას განცხადებით, პარაკლისის გადახდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. მისი თქმით, 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა.

კლუბ „ბა­სი­ა­ნის" გან­ცხა­დე­ბით, 19 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით გახ­და შე­უძ­ლოდ.

რო­გორც კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ახალ­გაზ­რდას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ე­წია, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერც კლი­ნი­კა­ში შეძ­ლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×