დახურვა
სტილი
12.02.2024

მწერალი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ზუსტად ერთი თვის წინ, თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა - არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება - ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი - თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა. რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ - დრო დაჭირდა შენობის გამაგრებას - უმძიმესი და დეტალური სამუშაო. მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს - ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით მალე გაიხსნება) - ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში - შევძელით კიდეც. სულ ბოლო სიახლე ამ კუთხით, გერმანელი რესტავრატორების ჩამოსვლა - 10 იანვარს გამცნეთ, ხოლო 11 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. სწორედ ეგ გამოდგა ძნელი

და არც ის მამშვიდებდა დიდად, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში", არც ყალბი ალტრუისტული შეგებებები - "მთავარია ხომ გაიხსნება და რა მნიშვნელობა აქვს.." - რგებდა სევდას მაინცდამაინც.

მეორე დილით, ჩემს ტელეფონში რვა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება დამხვდა. ორი ავირჩიე ( Biblusi • ბიბლუსი სახლი/Sakhli ) მათგან და მესამე ჩემი LIB.GE დავიტოვე. და ხელახლა დავიწყე შენება - არ დამიხარჯავს არცერთი ზედმეტი სიტყვა, იმ რვა წინადადების მიღმა რომ მაცდური მოწვევები იყო სულ სხვა სფეროში - ყველა ვიუარე, მშვიდად დავემშვიდობე თანამშრომლებს და სრულიად მშვიდადვე გიმხელთ, რომ ჩემი აზრით; ვნების სიმძაფრე უფრო საკუთარი თავის გაძლების გამოცდაშია, წამოდგომის უცნაურ და გაუებარ ძალაში, ფერისცვალების შესაძლებლობის განცდაში - თორემ სამყარო რომ არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი - არც ახლა, არც ყოფილა და არც იქნება არასდროს - ეგ სიმღერა უკვე წავიმღერე - ცოტა სახალხოდ და მეტად - გულში.

ახლა გაცილებით ძლიერი ვარ.

წინ დიდი გზებია!", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×