დახურვა
სტილი
15.02.2024

ჟურნალისტი და „ნიუ ჰოსპიტალსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძე, ვალენტინის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს და აქვეყნებს იმ წერილის ფოტოს, რომელიც მას მეუღლემ, ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა მისწერა.

„სიყვარული დიდი ნიჭია... როგორ მოიტან, როგორ ატარებ, როგორ აჩუქებ და როგორ დატოვებ... სიყვარული ფაზლს გავს, წყვეტა არ უყვარს და სულ უნდა აშენო, შეავსო, არ გაწყვიტო... ჩვენ ისევ „ვთამაშობთ" და ვაწყობთ ჩვენი სიყვარულის დიდ ისტორიას.

ეს გიოს ერთ-ერთი მესიჯია, სამსახურში წასულს მწერს, იცის, რომ სული და გული მასთან მაქვს დატოვებული, შეჭამს ვერ შეჭამს, წამლის დალევა ხომ არ გაუჭირდება. ეს ჩემი ფიქრები, მან ისე იცის, რომ არცერთი ვიმჩნევდით ამას. სიტყვები ხანდახან უფრო ცივი და არაფრის მთქმელია. ყველაფერი დეტალებია... ერთი ჩვეულებრივი მესიჯი, რომელიც ერთმანეთის ამბავს უფრო კარგად ყვება. ეს მესიჯი ასე მოვიდა, მართლა არსაიდან, შენახული თუ იყო ისიც არ ვიცი, მაგრამ მოვიდა... დღეს, სიყვარულის დღეს. სიყვარულის დღეს გილოცავთ", - წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×