დახურვა
სტილი
19.02.2024

ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ჰაიმი „შუადღის" გადაცემაში თავიანთ ქორწილს იხსენებენ და ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ საუბრობენ.

როგორც ნუკიმ გადაცემაში თქვა, უკვე 12 წელია, რაც ერთად არიან, აქედან 9 წელი ქორწინებაში.

„როცა ნუკის ხელი ვთხოვე, ჯინსები და მაისური ეცვა. ამის გამო ჩემი მოკვლაც კი სურდა. მერე მეჩხუბებოდა მიგენიშნებინა მაინც, კაბა რომ ჩამეცვაო", - ამბობს ბენი.

ნუკი კოშკელიშვილი აცხადებს, რომ ქორწინების 10 წლის თავზე ცერემონიის გაკეთების სურვილი აქვთ.

ბენს უფრო უნდოდა ქორწილი, ვიდრე მე. ახლა მე უფრო მინდა. კიდევ ერთხელ გავაკეთებდი რაღაც ცერემონიას. მაშინ ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი, მეგონა, რომ ტყუილი თანხის ფლანგვაა. 10 წლის თავზე, თუ ყველაფერი კარგად იქნება შეიძლება რამე გავაკეთოთ", - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×