დახურვა
სტილი
20.02.2024

53 წლის ლელა შუკვანი, რომელიც მესტიიდან არის 26 წელია უკვე ფოთში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლია, როგორც თავად ჰყვება პირველად ჰქონდა შიშები, როგორ მიიღებდა ხალხი.

„ყველამ ძალიან კარგად მიმიღო და მეც ყოველ დილით სიხარულით გამოვდივარ სამსახურში. გავთხოვდი 19 წლის ასაკში, მყავს 2 შვილი და გავშორდით 9 წელში. როცა სრულიად უცნობ ქალაქში მარტო დავრჩი, ჩემ თავს ვუთხარი ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გექნება-მეთქი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ჩემ ცხოვრებას.

53 წლის ასაკში გადავწყვიტე საზღვაო აკადემიის სტუდენტი. ვსწავლობ ამწეკრანის ოპერიორების პოზიციაზე. ჩემს ჯგუფში კიდევ არის 2 ქალი. მე ალპინისტი ვიყავი ახალგაზრდობაში, ასე რომ სიმაღლის არ მეშინია. ქალისთვის რთული პროფესია ნამდვილად არის, მაგრამ მე ვიღებ ამ გამოწვევას“, - ამბობს ლელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×