დახურვა
სტილი
18.06.2021

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მეუღლეს დაშორდა.

ახლა, ის მეგობრებს სასიხარულო ამბავს უზიარებს და წერს, რომ მეუღლეს შეურიგდა.

„პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის და პი­რა­დი მე­სი­ჯე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უწყვე­ტად შე­მო­დი­ო­და გუ­შინ­წინ­დე­ლი სტა­ტუ­სის შემ­დეგ. მა­პა­ტი­ეთ, რომ ყვე­ლას ვერ გი­პა­სუ­ხეთ, თუმ­ცა უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ვთქვათ, ამ გრძნო­ბა­ში ჩემი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვხე­დავ, ეს მი­ზე­ზი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტის წარ­მა­ვა­ლი თვი­სე­ბე­ბი თუ გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბის არ­სიც და მისი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის და გრძნო­ბე­ბის კვლავ­წარ­მო­ე­ბა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა...

ამით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შენი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ასე ხდე­ბი თვითკმა­რი და შე­უც­ვლე­ლი. მა­შინ ხდე­ბი მო­სი­ა­რუ­ლე სიყ­ვა­რუ­ლი და მთელ სამ­ყა­რო­საც მა­შინ უყ­ვარ­ხარ.

ბო­ლოს, მათ­თვის ვი­საც და­სას­რუ­ლი აინ­ტე­რე­სებს სტა­ფი­ლოს­ფერ ფე­რებ­ში: მა­მარ­დაშ­ვილს და არის­ტო­ტე­ლეს ძა­ლი­ა­ნაც აღარ შე­ვა­წუ­ხებ და ჩემი მო­ღა­ლა­ტე, აწ ნა­პა­ტი­ე­ბი და შე­რი­გე­ბუ­ლი ქმრის სი­ტყვე­ბით მო­გახ­სე­ნებთ: „შენ­ზე თ**­ლი ნაშა“ არ მე­გუ­ლე­ბაო.

დაბ­რუნ­და და ახა­ლი წი­თე­ლი პორ­შე კაბ­რიო მა­ჩუ­ქა, რომ­ლის ნო­მე­რია LOVE ... მეტი დე­ტა­ლე­ბი არ გვინ­და... ასე რომ და­ვი­ვი­წყოთ წარ­სუ­ლი.

ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, ის კი ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა სხვა ყვე­ლაფ­რის­თვის გარ­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა...

პ.ს იმე­დია, პატ­რი­არ­ქა­ტის და ქალი ისე კაცი ასე სტე­რე­ო­ტი­პე­ბი რო­გო­რი ვლე­წე, რა სა­ო­ცა­რი შო­უ­ე­ბით, გუ­ლა­ო­ბით და რაც მთა­ვა­რია ქა­ლე­ბი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და თა­ნად­გო­მით, ამა­ზეც ოდეს­მე დავ­წერ. ეს ისე­თი სა­ო­ცა­რი, ძა­ლი­ან თა­მა­მი და ამავდრო­უ­ლად ისე­თი ამა­ყი თავ­გა­და­სავ­ლე­ბია, და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბა არ და­ი­წე­როს. ვფიქ­რობ ყვე­ლა ქა­ლის სა­ხე­ლით გა­ვე­ცი პა­სუ­ხი პატ­რი­არ­ქატს“, - წერს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×