დახურვა
სტილი
26.06.2021

ფოტომოდელ თამო ვაშალომიძის ახალმა ფოტოებმა, რომლის თემაა „არა ძალადობას", მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც მოდელი „თბილისელებთან" ამბობს, აღნიშნული ფოტოსესია ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო მოაწყვეს. ის ფოტოსესიის მიზეზს განმარტავს და პირადი ცხოვრებიდან დღემდე უცნობ ფაქტზე ჰყვება.

,,დიდი ხანია, ასეთი ფოტოსესიის გაკეთება მინდოდა, უბრალოდ, ვერ მოვიცალე. მინდოდა, ზოგადად, ძალადობის მიმართ გამომეხატა პროტესტი და ამ ფოტოსესიაში, რაც შემეძლო, მაქსიმუმი ჩავდე. უამრავი მკვლელობა ხდება, საყვარელი ადამიანები ერთმანეთს სწირავენ... ამას ძალიან განვიცდი. შეიძლება, ისე გაბოროტდე ადამიანი, საკუთარი შვილის დედა, რომელიც გიყვარდა, გაიმეტო, ყელი გამოსჭრა და მოკლა?! ამას გარდა, ხდება დამცირება, ბულინგი, ცემა, ყვირილი... მე ბავშვობაში, გარდა ფსიქოლოგიურისა, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი, მათ შორის გაუპატიურების. ყველაფერმა ერთობლივად მოიყარა თავი, პლუს ამას, რაც ხდება ჩვენ გარშემო და ამ ფოტოებით გამოვხატე პროტესტი. რაც შეეხება მამაკაცს, ვისი ხელებიც ჩანს ფოტოებზე, არის ჩემი ბავშვობის მეგობარი გუგა. ისეთი საყვარელი და დადებითი ადამიანია, გადაღების დროს მეუბნებოდა: არ შემიძლია, ვერ მოგიჭერ ხელს ყელზე, ვერ გატკენო (იცინის). მე ვაძალებდი: მიდი, ემოცია ჩადე, ისე არაფერი გამოვა-მეთქი (იცინის). ხშირად ქალებს ჩივილისაც ეშინიათ, უჭირთ მოძალადის ხმამაღლა მხილება, რომ ამას არ მოჰყვეს მუქარა და შანტაჟი. ჩემს შემთხვევაშიც, 20 წლის ასაკში, ადამიანი, რომელმაც გამაუპატიურა, ციხეში არ ჩასვეს და სასჯელი არ მოუხდია",- ამბობს ინტერვიუში მოდელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×