დახურვა
სტილი
01.06.2021

გადაცემაში “სთორი” მარინა ბერიძემ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მუსიკოს ზურაბ ლალიაშვილთან ოჯახი შექმნა.

“სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი ძალიან ცუდად ვიქცეოდი. როგორც კი დავწყნარდი, ისევ ყველაფერი მოგვარდა. ისე მინდოდა გათხოვება, ვგიჟდებოდი. არასოდეს მინანია ეს ნაბიჯი. როცა ჩემი შვილი თინეიჯერი იყო, ვცდილობდი არ მერჩია და ჩემი გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო. მივხვდი, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია შვილის გაზრდა.

რაც არ უნდა მწვერვალებს მიაღწიო, თუ შენ შვილი ვერ გაზარდე, ვერც სახელმწიფოში ჩაუდგები სათავეში და ვერც ვერაფერს ვერ იზამ” – განაცხადა მარინა ბერიძემ.

ზურაბ ლალიაშვილის და მარინა ბერიძის ოჯახი, 43 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა და მისი ყოფილი ქმარი, უკვე რვა წელია, რუსუდან მუმლაძესთან ერთად ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×