დახურვა
სტილი
28.02.2024

გადაცემაში „აი უცნობი" ჟურნალისტი, ბაკურ სვანიძე იყო სტუმარი, სადაც მან ტელეკომპანია „იმედში" 2007 წლის 7 ნოემბრის მომხდარი შემთხვევის დეტალები გაიხსენა.

მისი თქმით, ის ამ ამბებს ძალიან განიცდიდა, თუმცა ალეკო მალხაზიშვილმა იქ მყოფი ხალხი „ფეხებზე დაიკიდა".

„მხოლოდ იმაზე, რომ აქვთ აქცენტი, რომ იქ აქცია დაარბიეს იმავე საღამოს შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში" ავტომატებით და მთელი ღამე არ ვიცოდით ჩვენი კოლეგების ბედი. ახლა დავუშვათ ვანო ჯავახიშვილისთვის, ვასო ფხაკაძისთვის და მიშა ანდღულაძისთვის ის ხალხი არავინ არ იყო, მაგრამ ჩემთვის ის ხალხი იყო ისინი, ვისთანაც წლები ვმუშაობდი და ვცდილობდი დავკავშირებოდი და გამეგო როგორ იყვნენ.

ალეკო მალხაზიშვილისთვის ის ხალხი ახლობლები იყვნენ, მაგრამ ფეხებზე დაიკიდა. მე ძალიან განვიცდიდი და ალეკო მალხაზიშვილმა მითხრა „მოიცა რა მაგათმა თავისი რომ გაიტანონ მერე ჩვენ ამ მაღალ ხელფასებს ვინ მოგვცემსო" - ამბობს ბაკურ სხვანიძე.

ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს სამი დარბევა მოხდა. აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში" - გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. დღის ბოლოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში" შეიჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×