დახურვა
სტილი
29.02.2024

12 წლის მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე ბულინგსა და დანით მუქარაში ადანაშაულებს. დედა ამბობს, რომ მის შვილს ერთი და იგივე მოზარდი რამდენჯერმე დახვდა სკოლაში და დაემუქრა, როგორც დანით, ისე სიტყვიერად.

მშობლის ინფორმაციით, მეცხრე კლასელი ბიჭი მეშვიდე კლასელ მოზარდს საქმეებს ხან სკოლის საპირფარეშოში ურჩევს, ხანაც საჩხუბრად სარდაფში ჩაჰყავს.

მომხდარზე უკვე ინფორმირებულია პოლიცია, თუმცა საგამოძიებო უწყების ჩარევის მიუხედავად, დაზარალებული ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ დაპირისპირება არ წყდება.

საპირფარეშოში იყო ბავშვი შესული, მას დაუძახია, მოდი, ჩემთან - დამადო დანა ყელზეო და რაღაცებს მელაპარაკებოდა, მერე ადგა და კარებს დაარტყა ის დანაო. ახლა, ეს 12 წლისაა, მერე, რა რომ მაღალი, რა თქმა უნდა, შეეშინდა, მერე დამლაგებელს უთხრა.

სკოლაში ხომ არ შეიძლება ბავშვები გაიჩხრიკონ და დათვალიერდეს და ალბათ, ამიტომ შემოიტანა, იყო დასაკეცი, პატარა, ფერადი ტარი ჰქონდაო.

გუშინ დახვდა და უთხრა, წამო, „პადვალში" ჩავიდეთ და დავილაპარაკოთო.

უნდა გამკაცრდეს სკოლაში წესები და რაღაცების შემოტანა-გატანა არ იყოს დაშვებული, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. თუ ასე მივუშვით სიტუაცია, ძალიან ცუდი შედეგები დაგვიდგება," - ამბობს მშობელი.

ახლა მთავარი კითხვაა, როგორ შეძლო მოზარდმა სასწავლო დაწესებულებაში დანის შეტანა, როცაა სკოლას წესით მანდატურის სამსახურიც აკონტროლებს - როგორც „პირველებს" მანდატური ეუბნება, დღეს მოქმედი კანონით, მათ ბავშვების გაჩხრეკის უფლება არ აქვთ. გამონაკლისს მხოლოდ გონივრული ეჭვი წარმოადგენს, ტუ ისინი ივარაუდებენ, რომ რომელიმე მოზარდს შესაძლოა ჰქონდეს შეუსაბამო ნივთი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ გაჩხრეკვა.

დანის დარტყმა არ იყო, იყო მსგავსი რაღაც, გაეხუმრა, ასეთ იდენტიფიცირებას აძლევს. არ უნდა ჰქონოდა (დანა), არაფრით არ შეიძლება, ჩხრეკის უფლება არ გვაქვს, არ ვჩხრეკავთ ბავშვებს თუ გონივრული ეჭვი არ დადგა იმაზე, რომ აკრძალული ნივთი აქვს ამ ბავშვს. პრობაციის ფსიქოლოგიური სამსახური არის ჩართული. არაფერი ჩხუბი, ისე რაღაც გაუთვითცნობიერებლად, ამ ორ ბავშვს არ ჰქონია," - ამბობს მანდატური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×