დახურვა
სტილი
05.03.2024

მსახიობი და მოდელი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური სტატიები გავრცელდა. მისი თქმით, ერთ-ერთი სტატიის ავტორს მისწერა, რომ ინფორმაცია წაეშალა, თუმცა სანაცვლოდ შეურაცხმყოფელი რეპლიკები და დამცირება მიიღო.

მსახიობმა, სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გაავრცელა, მათ შორის ფოტო, რომელიც პოლიციის შენობასთან არის გადაღებული წარწერით - შევხვდებით პოლიციაში. ტაბატაძე ამბობს, რომ პოლიციაში უკვე რამდენიმე განცხადება შეიტანა და აღნიშნულ საქციელს არავის აპატიებს.

„ჩემი სამუშაო დღე დაიწყო დილის 7 საათზე გადაღებით, შემდეგ სამსახური და ასეთი დატვირთული დღის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში საჩივრების წერა რომ არ დამეზარა ალბათ წარმოგიდგენიათ როგორ შევწუხდი…

ბოლო რამდენიმე დღეა ახალი ტალღა აგორდა ჩემ მიმართ ცილისმწამებლური, შეთითხნილი, სტატიების, რომელიც აშკარად ემსახურება ჩემი რეპუტაციის შელახვას! ერთ-ერთი საიტის მფლობელს დავუკავშირდი და მოვთხოვე ამ მავნებლური სტატიის აღება და პასუხად საშინელი სიტყვიარი შეურაცხყოფა და დამცირება მივიღე. დღეიდან არც ერთ ასეთ მავნებელს არ დავტოვებ რეაგირების გარეშე! არ დამეზარება, ყოველ დღეც, რომ დამჭირდეს პოლიციის განყოფილებაში სიარული საკუთარი ღირსების დასაცავად!იცნობდეთ დავით საიტთა მპყრობელ,ქალთ მოძულე მრისხველ-დამამცირებელს.

გარდა იმისა, რომ დავითს უმიზეზოდ დედის გინება ძალიან უყვარს, დედამ მას ისიც ვერ ასწავლა, რომ 3:43 წუთზე უცნობ ქალს, ოთხი შვილის დედას, შუაღამეს არ უნდა ურეკოს ისტერიულა. ანუ მერამდენე საჩივარი უნდა დავწერო, რომ ეს არსება გონს მოეგოს?“ - წერს თაკო ტაბატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×