დახურვა
სტილი
11.03.2024

პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია გადაცემაში „ნოესთან" საკუთარი პრაქტიკიდან ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს, რა დროსაც, დედამთილმა რძალი მოწამლა, შედეგად კი მას სახის დამბლა დაემართა.

„როდესაც მე დავფეხმძიმდი, ჩემი შვილი არ უნდოდა და მუცლის მოსაშლელი წამალი მომცაო. მუცლის მოსაშლელმა წამალმა თრომბის წარმოქმნა გამოიწვია, რომ გაიღვიძა, უკვე სახის დამბლა ჰქონდა. თვალს ვერ ხუჭავდა, ვერ ლაპარაკობდა... რთული ოპერაცია იყო, საზღვარგარეთ ძალიან ძვირი ღირს. მე კი, ვცდილობ, უფასოდ გავაკეთო. ამ ოპერაციების საფასურის გადახდა პარალიზებული პაციენტებისთვის შეუძლებელია", - ამბობს ციცინო შურღაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×