დახურვა
სტილი
23.03.2024

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში მის გარშემო ატეხილ „სკანდალზე“ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. თათა პირდაპირ ამბობს, რომ დამახინჯებული კონტექსტისა და ამოგლეჯილი ფრაზების გამო, მას სოცქსელებში აბულინგებენ.

„მოგესალმებით ჩემო ჰეითერებო. დიახ, მამაკაცი არის დომინანტური არსება ბიოლოგიურად და მე ეს ვთქვი, ამდენი საუკუნე ეს არ იცოდით, ხომ და დიახ, მორჩილება, დათმობა და კომპრომისი არ ნიშნავს მონობას, მაგრამ თქვენ ეს რატომღაც ასე გაიგეთ. ის ვერ გაიგეთ, რომ დათმობა და კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს ურთიერთობაში“, – განმარტავს თათა.

ვიდეოს, რომელიც თათა გიორგობიანმა სოციალურ ქსელში განათავსა, შემდეგი აღწერა აქვს:

„დიახ, სარეცხს ვრეცხავ და მეამაყება, კულინარიც კარგი ვარ და არც სწავლას და კარიერას ვაკლებ ყურადღებას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×