დახურვა
სტილი
27.03.2024

25 მარტს ლელა კი­ლა­ძემ და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ცნო­ბილ სა­ხეს 41 წელი შე­უს­რულ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი იუ­ბი­ლე მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბით არ ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი, ლე­ლას და­ბა­დე­ბის დღეს ეს­წრე­ბოდ­ნენ ყო­ფი­ლი ქმრე­ბი - ნიკა მა­ჭა­რა­ძე, გიგი უგუ­ლა­ვა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი. კა­ცებ­მა ერ­თად სა­ერ­თო ფო­ტოც კი გა­და­ი­ღეს.

ლე­ლას იუ­ბი­ლე­ზე უმ­ღე­რეს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, სტე­ფა­ნემ და ლელა წურ­წუ­მი­ამ. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად აფორ­მებ­და პი­ა­ნის­ტი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

ლელა კი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წინა ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკა მა­ჭა­რა­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი, მა­შინ­დელ თბი­ლი­სის მერს, გიგი უგუ­ლა­ვას გაჰ­ყვა ცო­ლად და კი­დევ ერთი ვაჟი, ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა. უგუ­ლა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლელა მა­საც და­შორ­და და ამ­ჯე­რად გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე უჩივ­ლა და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი და­ა­კა­ვეს. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, გუ­კამ ლე­ლას სა­ჯა­რო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და წყვი­ლი შე­რიგ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

ლელა ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ყო­ფილ ქმარ­თან, გი­ორ­გი ცა­გა­რელ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა და წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ერ­თად არი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს, სა­დაც გრძნო­ბებს არ მა­ლა­ვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×