დახურვა
სტილი
20.06.2022

ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, პროდიუსერის როლში მოსინჯოს ძალები და ამბობს, რომ იპოვა სწორედ ის ადამიანი, ვისი დიდი იმედიც აქვს.

ნიჭიერი გოგონა TASSO ქეთამ ჯგუფ "ა-სტუდიოს" კონცერტზე წარუდგინა საზოგადოებას, ამავე კონცერტზე შედგა ტასოს კლიპის პრემიერა. ქეთა ამბობს, რომ ძალიან მოხიბლულია გოგონას ნიჭიერებით.

"ხანდახან ხდება ისე, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ინტუიცია გკარნახობს. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. როცა დავინახე ეს გოგონა, ინტუიტიურად მივხვდი, რომ სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს.

მომხიბლა საოცარი ტემბრით, სიბრძნით, სინათლით. მაქსიმუმს დებს ნებისმიერ საქმეში", - აღნიშნა ქეთამ.

ტასო, ანუ ანასტასია სისაური,

რუსეთში 2019 წლის საბავშვო ახალი

ხმის გამარჯვებულია. წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსეთში დაიბადა - ივანოვოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×