დახურვა
სტილი
21.06.2022

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბიზნესმენ დათო კოდუასთან გადაღებულ ახალ ფოტოებს საკუთარ "ინსტაგრამზე" აქვეყნებს. ალექსანდრას ბიზნესმენისგან შვილი გასულ წელს შეეძინა, შვილს კი ვიქტორია დაარქვა.

ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა და ხალხისგან კრიტიკის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა.

„დათოზე რომ ვფიქრობ, უამრავი კარგი და სასიამოვნო ემოცია, ფიქრი, ფანტაზია მერთვება, გავცურდები ხოლმე სიყვარულის და შემოქმედების ტალღებში.... თუმცა, ახლა არ მოგაწყენთ ამით თავს. უბრალოდ მინდა, მთელმა დედამიწამ იცოდეს, როგორი კარგი ადამიანია, მაგრამ ისიც ჩემი მოგონილია მგონი, რომ არასაჭიროა ყველამ იცოდეს რამე ვინმეზე, ზოგადად... მოკლედ, გკოცნით ყველა კარგ ადამიანს, იყავით შეუდრეკელი და ჯიუტად მისდიეთ ოცნებებს!" - წერს ალექსანდრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×