დახურვა
სტილი
22.06.2022

ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი პოპულარობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ერთადერთი, რაც პოპულარობამ მოუტანა, არის ის, რომ უფრო მეტად უწევს საკუთარი თავის კონტროლი: „ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ და ის, რაც ეპატიება სხვას, არ მეპატიება მე“.

რუსკა დასძენს, რომ პატარა ასაკიდან საკუთარი შემოსავალი აქვს:

„13 წლიდან ჩემი შემოსავალი მაქვს, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება მაქვს, მშობლებზე არც ფინანსურად ვარ დამოკიდებული და არც სხვა კუთხით, ეს ძალიან კარგი განცდაა… როცა ჩემი თანატოლები ერთობოდნენ, მე ვმუშაობდი, ამ დროს მეც მინდოდა მათთან ერთად თამაში. ადრეულ ასაკში დიდ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა და პიროვნულად სწრაფად გამზარდა. დღეს ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×