დახურვა
სტილი
25.03.2024

UFC-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში - „იმედის კვირა", საკუთარ ცხოვრებასა და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც წარმატების მისაღწევად გაიარა.

როგორც ჩემპიონმა აღნიშნა, „ვისაც რაიმეს გაკეთება გულით უნდა, მას ამის გაკეთება შეუძლია კიდეც".

„პლაჟზე ვმუშაობდი, ყოველ დილით, მე და ჩემი ძმა შეზლონგებს ვაწყობდით და შემდეგ, საღამოს ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი, მაღაზიაში, სალაროსთან ვმუშაობდი, კვირაობით კი დაცვაში ვმუშაობდი.

ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ თანხა მომეგროვებინა, საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება, რომ შეჯიბრებზე წავსლიყავი. ვისაც უნდა, მას შეუძლია კიდეც", - აღნიშნა ილია თოფურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×