დახურვა
სტილი
27.03.2024

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

გუ­შინ, ნაკ­რე­ბის არ­ცერთ ფეხ­ბურ­თელს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თავი არ და­უ­ზო­გავს, თუმ­ცა მთა­ვა­რი გმი­რი მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თა და ის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი იყო.

"ეროვ­ნუ­ლი გმირს" და "გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტორს" - უწო­დებს მა­მარ­დაშ­ვილს ვა­ლენ­სი­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თი "სუ­პერ­დე­პორ­ტე", რო­მე­ლიც დღეს გა­რე­კან­ზე ქარ­თვე­ლი გოლ­კი­პე­რის ფო­ტო­თი გა­მო­ვი­და.

"პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში გი­ორ­გის ფი­გუ­რა გა­მო­იკ­ვე­თა. 23 წლის მე­კა­რემ ბერ­ძნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტი მარ­ცხე­ნა ხე­ლით, კა­ტი­სე­ბუ­რი რე­აქ­ცი­ის წყა­ლო­ბით მო­ი­გე­რია. ბა­კა­სე­ტას გაგ­ზავ­ნი­ლი და­ბა­ლი ბურ­თი ქარ­თველ­მა მე­კა­რემ აიღო... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იქცა საკ­ვან­ძო მო­მენ­ტად, რა­მაც ქარ­თვე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა", - წერს გა­მო­ცე­მა.

გი­ორ­გის თა­მა­ში გუ­შინ­დელ მატჩში მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი და გა­დამ­წყვე­ტი იყო. მან ბერ­ძე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის მიერ დარ­ტყმუ­ლი პირ­ვე­ლი 11-მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია და მატ­ჩის ბო­ლოს აღ­ნიშ­ნა, რომ იცო­და, მე­ტო­ქე რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­არ­ტყამ­და.

"ვი­ცო­დი პირ­ველ პე­ნალტს სა­დაც და­არ­ტყამ­და, იმი­ტომ რომ აქამ­დე ოთხი პე­ნალ­ტი ჰქონ­და დარ­ტყმუ­ლი ზუს­ტად მაგ კუ­თხე­ში, რო­დე­საც გუნდს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი თა­მა­ში იყო, გვინ­დო­და, რომ ეს ხალ­ხი გაგ­ვე­ხა­რე­ბი­ნა იმი­ტომ, რომ ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამას. მათი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს აქ ვართ და მი­ხა­რია მათ­თვის, რომ ისი­ნი გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნეთ", - თქვა მა­მარ­დაშ­ვილ­მა.

 ოჯა­ხი

გი­ორ­გი წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ხო­ნი­დან არის, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა თბი­ლის­ში, გლ­დან­ში გა­ა­ტა­რა. სწავ­ლობ­და 115-ე სკო­ლა­ში და პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სპორ­ტით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რო­გორც ამ­ბობს, მის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ლო­მის წვლი­ლი მა­მას მი­უ­ძღვის, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­კა­რე იყო.

"გლ­დან­ში გა­ვი­ზარ­დე. ბავ­შვო­ბა­ში ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა მქონ­და და არა­ვინ ფიქ­რობ­და, რომ ფეხ­ბურთს ვი­თა­მა­შებ­დი. როცა ფეხ­ბურთზე შე­ვე­დი, თა­ვი­დან­ვე კარ­ში ვი­დე­ქი. მა­მა­ჩე­მი იყო "გაგ­რის" მე­კა­რე­ე­ბის მწვრთნე­ლი და მეც "გაგ­რა­ში" და­ვი­წყე თა­ვი­დან. სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­ში არც მი­ფიქ­რია. 12 წლის ასა­კი­დან "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ა­ში" წა­ვე­დი და იქი­დან და­ვი­წყე გაზ­რდა და მო­ვე­დი აქამ­დე. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და აღარ ჩა­მი­ბა­რე­ბია, გავ­ყე­ვი ფეხ­ბურთს. მა­მა­ჩე­მის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე აქ ვარ და ასეთ დო­ნე­ზე ვარ", - ამ­ბობ­და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მა­მარ­დაშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან".

გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა მის მნიშ­ვნე­ლო­ვან მატ­ჩებს. მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა გი­ორ­გი­სა და დე­დის ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გი­ორ­გიმ მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­სულ წელს გა­ა­კე­თა და საყ­ვა­რელ გო­გო­ნას, მო­დელ ელე­ნე ეპი­ტაშ­ვილს ხელი სთხო­ვა.

"ელე­ნე არის ჩემი აღ­მო­ჩე­ნა. სულ გვერ­დში მიდ­გას, სულ მამ­ხნე­ვებს. ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა. ხან ის ჩა­მო­დის, ხან მე ჩა­მოვ­დი­ვარ, რთუ­ლია ეს სი­შო­რე. " - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ორ­გი.

 კა­რი­ე­რა

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა 23 წლის ასაკ­ში კა­რი­ე­რა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და მე­კა­რე­ე­ბის მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე ხში­რად ხვდე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი­სა და ეს­პა­ნე­თის "ვა­ლენ­სი­ის“ მე­კა­რის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­თი გა­ი­ზარ­და და ამ­ჟა­მად 35 მი­ლი­ონ ევროს შე­ად­გენს.

ბოლო გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი "ვა­ლენ­სი­ის“ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის, სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს, ლა ლი­გა­ში 27-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ მე­კა­რე­ებს შო­რის მსოფ­ლი­ო­ში მე-7 ად­გილ­ზეა.

"ლო­კო­მო­ტი­ვი­დან ვა­ლენ­სი­ა­ში რომ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, ეს ერ­თგვა­რი რის­კი იყო. ჯერ უნდა წახ­ვი­დე სა­შუ­ა­ლო გუნდში და შემ­დეგ დიდ­ში. ოჯახ­მა რომ და­ვი­წყეთ მსჯე­ლო­ბა, მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, მოდი, გავ­რის­კო­თო. ცოტა გა­მი­მარ­თლა, იქ მე­კა­რე­ე­ბის ტრავ­მე­ბი ჰქონ­დათ, მეც კარგ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი და მო­ვე­დი აქამ­დე.

ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის, ეს­პა­ნუ­რი არ ვი­ცო­დი, ინ­გლი­სუ­რიც ცოტა ვი­ცო­დი. სი­ლე­სე­ნი და­მეხ­მა­რა ძა­ლი­ან, ინ­გლი­სუ­რი იცო­და და რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს, ისე მო­მიდ­გა და ადაპ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე მარ­ტი­ვად. შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი ავიყ­ვა­ნე და ეს­პა­ნუ­რი ვის­წავ­ლე", - ამ­ბობ­და მა­მარ­დაშ­ვი­ლი "ნო­ეს­თან".

რას ამ­ბობს გი­ორ­გი სა­კუ­თარ თავ­ზე

"გი­ორ­გი არის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი, რო­მელ­საც უყ­ვარ­და და უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ზოგ­ჯერ კი მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­მი­ვი­დეს-მეთ­ქი... თუმ­ცა ხა­სი­ა­თი მაქვს ისე­თი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი მიყ­ვარს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მო­ვი­დო­და.

რთუ­ლი ხა­სი­ა­თიც მაქვს... არ ვარ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. მარ­ტი­ვად ვერ შევ­დი­ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში. ვარ შრო­მის­მოყ­ვა­რე, მიყ­ვარს ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას არ ვე­გუ­ე­ბი..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×