დახურვა
სტილი
01.04.2024

ბუდუ ზივზივაძის მშობლებმა ფეხბურთელის სპორტული კარიერის დასაწყისი გაიხსენეს და ის რთული გზა, რაც მძიმე პირობების გამო გამოიარეს. 

„კვირაში 3-4 დღე ვარჯიშზე დამყავდა, ცალ ხელში შეშა მეკავა. გასახდელში "ფეჩი" იდგა. ამით თბებოდნენ გამოცვლისას. სანამ გასახდელი აშენდებოდა გარეთ ვიდექით ვარჯიშის დროს, ქარში, წვიმაში, თოვლში... არ შევუშალე ბავშვობის ოცნების ახდენაში ხელი, მაგრამ არ მიფიქრია, ასეთ პროფესიონალიზმამდე თუ მიაღწევდა.

საერთოდ არ შემიძლია მისი თამაშების ყურება. პენალტებზე გარეთ გავედი, ვერ ვუყურე... გავედი და ვლოცულობდი. მერე ხალხი რომ გამორბოდა, მათ ვკითხე, მოიგეს-მეთქი?" - აღნიშნა ბუდუს დედამ, რომელიც შვილის ყოველ თამაშზე ისე ნერვიულობს, როგორც მაშინ, ბუდუ რომ პირველად ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდა.

„მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი ბუ­დუს, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვა­ლია, მა­მას პა­ტი­ვი სცეს, თან რო­დე­საც ის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვლე­ბა, რომ მისი სა­ხე­ლი გაგ­რძელ­დეს. ჩემ­მა შვილ­მა ეს სას­წა­უ­ლად გა­ა­კე­თა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცებს პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეთ სა­ხე­ლე­ბის მო­წო­ნე­ბა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი და მისი ცხოვ­რე­ბა. მამა იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებ­და მისი სა­ხე­ლის გაგ­რძე­ლე­ბას.

18 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ და­მე­ღუ­პა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ო­დი და სად­მე ვი­ტყო­დი, ვისი შვი­ლი ვი­ყა­ვი, ისე­თი პა­ტი­ვით მხვდე­ბოდ­ნენ. დღეს გავ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, ვაა, ბუ­დუს მამა ხარ, შენ შე­მო­გევ­ლე. კი­თხვა დავ­სვი, მე სად ვარ-მეთ­ქი და ერ­თმა ძა­ლი­ან ძვირ­ფას­მა ადა­მი­ან­მა მი­თხრა, ცენ­ტრში ყო­ფილ­ხარ, შე და­ლოც­ვი­ლოო“, - განაცხადა ბუდუს მამამ კახა ზივ­ზი­ვა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×