"მიუხედავად იმისა, რომ ქალი-ბურჯი, ქალი-დედა და ქალი-ექიმი ვარ, ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ რომელიმე ქალს არ უყვარს მაღაზიებში წოწიალი. ფული მომეცი და ყველგან მოვნახავ კარგ რაღაცას. მთავარია, კარგად გამოიყურებოდე და 30-ლარიანის ყიდვისა და ჩაცმის პრობლემაც არ მაქვს" - ამბობდა წლების წინ ნინო ნადირაძე. მას რომ განსაკუთრებით უყვარს გმოვნებით ჩაცმა და არც სხვადასხვა ცნობილ ბრენდზე ამბობს უარს, ამაზე თავადაც არაერთხეულ უსაუბრია და მისი ფოტოებიდანაც მარტივად იკითხება.
ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული, მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარი და ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახია.