დახურვა
სტილი
31.01.2024

კურო

კუროსთვის მთელი 2024 წელი იღბლისა და გამართლების პერიოდი იქნება. მილიონერების ასპექტი კარიერული თვალსაზრისით, დიდ წინსვლასა და წარმატებას გპირდებათ, რაც ფინანსურადაც დაგეხმარებათ და თქვენი შემოსავალი განსაკუთრებით გაიზრდება. მეტიც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ივნისი თქვენთვის ,,ფულის თვე" იქნება. აღმოაჩენთ, რომ ყველა ის საქმე, რომლებიც წამოიწყეთ, მაგრამ შედეგს ვერ ხედავდით, სინამდვილეში თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია. თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება და კიდევ უფრო მეტ აღიარებას მიიღებთ.

მორიელი

პლანეტა იუპიტერი 2024 წლის ივნისში თქვენი კაპიტალისა და ინვესტიციების სექტორში შემოდის და დიდ წარმატებას გიმზადებთ. მთელი წლის განმავლობაში, შეგიძლიათ, საკუთარი ბიზნესის, პროექტების განვითარებაზე იფიქროთ. იღბალი თქვენ მხარეს იქნება და არაერთ შესაძლებლობას მიიღებთ. განსაკუთრებით დიდი ფინანსური გამართლება 2024 წლის 1 დეკემბერს გელით. ამ დღეს მშვილდოსნის ნიშანში ახალი მთვარეა, რაც თქვენთვის, ფინანსური თვალსაზრისით, დამატებითი რესურსების მიღებისა და სამსახურში აღიარების პერიოდი იქნება.

ვერძი

ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისათვის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული თვე 2024 წლის მაისი იქნება. 25 მაისიდან 28 მაისამდე პლანეტა ვენერა, რომელიც თქვენს ფინანსებზეა პასუხისმგებელი, იუპიტერს დაუკავშირდება. ახალ, ხელსაყრელ შეთავაზებას მიღებთ და თქვენი შემოსავალი იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ელოდებით. წლის განმავლობაში თვითშეფასება გაგიუმჯობესდებათ, გახდებით კიდევ უფრო თავდაჯერებული, იგრძნობთ დიდ ენერგიასა და მოტივაციას და დაწინაურებისა და აღიარების დიდი შანსი გექნებათ.

მერწყული

2024 წლისთვის თქვენ ბედის ნამდვილი ფავორიტი ხართ! იანვრიდან დიდი ფინანსებისა და იღბლის პლანეტა თქვენს ნიშანში იქნება, რაც მთელი წლის განმავლობაში არაერთ გრანდიოზულ პროექტსა და იდეას, დიდ გამართლებას, დაწინაურებასა და აღიარებას მოგიტანთ. წინ იარეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები, ახლა სასიამოვნო ცვლილებების დროა. თქვენთვის არა მხოლოდ ივნისი, არამედ 2024 წლის სექტემბერიც ყველაზე ხელსაყრელი თვე იქნება, რადგანაც 18 სექტემბერს თევზების ნიშანში დაბნელებაა, რომელიც, ფინანსური თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესო პერიოდ გიმზადებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×