დახურვა
სტილი
01.02.2024

რა როლი აქვს ზოდიაქოს ნიშნებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში?ამის შესახებ, „პოსტ ალიონის" ეთერში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

ვერძი - რთული გასაზრდელია, აქტიური და ენერგიულია. თუ თქვენი შვილი ვერძია უნდა იყოთ ყურადღებით, რადგან ცელქები არიან და არნახული ცნობისმოყვარეობა აქვთ. აქვთ ფეთქებადი ხასიათი, თუ ბიჭი გყავთ ბევრი ცემა-ტყეპა იქნება. ისინი მბრძანებელი ნიშანია, და ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ აქვთ დანა.

კურო - ყველაზე კარგად აღსაზრდელი ნიშანია, არც ტირის და არც წუწუნებს. თუმცა ისინი არიან ზარმაცები და ჯიუტები ამიტომ მიაქციეთ ყურადღება.

ტყუპები - არნახულად ცნობისმოყვარე ნიშანია, ყველაფერი აინტერესებთ და ყველგან ლაპარაკობენ. მაგრამ კონტაქტური და გონებამახვილი ნიშანია. ძალიან კარგი ტვინი აქვთ, ლინგვისტიკის მიმართულებით.

კირჩხიბი - ჩაკეტილია საკუთარ თავში, ხშირად აქვთ შიშები და კომპლექსები. მშობლებისგან უნდა იგრძნოს, რომ დაცულია. ემოციური ნიშანია, ხასიათი ხშირად ეცვლებათ. გაითვალისწინეთ, თუ ამ ნიშანს ჩაკეტილობა დაეწყო, შემდეგ ეწყებათ მიდრეკილება ალკოჰოლისკენ.

ლომი - იმპერატორთა ნიშანი, რომელიც ბავშვობიდანვე პრეტენზიული ნიშანია. უნდა საუკეთესო ჩასაცმელი, მანქანა და ა.შ. ბავშვობიდანვე არის ზარმაცი, არადა პოტენციალი ძალიან დიდი აქვთ.

ქალწული - აი, ვისთან არ გექნებათ პრობლების. თავიდანვე უყვართ სისუფთავე და წესრიგი, მათ კარგად იციან საკუთარი თავის მოვლა და ეშლებათ ნერვები, როცა არეულობაა. სულ საქმეში არიან და მოქმედებაში.

სასწორი - სილამაზის აღქმის უნარი აქვთ ბავშობიდან და ამ მხრივ დიდი წარმატებასაც მიაღწევს. ისინი ვერ იტანენ კონფლიქტს უნდათ სიმშვიდეში ყოფნა და ყოველთვის სჯობს ელაპარაკოთ მშვიდი ტონით.

მორიელი- დამოუკიდებელი და უშიშარი ნიშანია, თავის პოზიციას ყოველთვის დაიცავს. მშობლებმა თავიდანვე უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან მათ იციან წყენის დამახსოვრება და ეჭვიანობა, უკიდურესი სიჯიუტე და ცუდი აზრები, ეს თვისებები მათ შემდეგ ანგრევთ და ასწავლეთ შვილებს, რომ ამით ვერაფერს ვერ დაამტკიცებენ.

მშვილდოსანი - ოპტიმისტი და მხიარული ნიშანია, ეცადეთ დაახლოვოთ სპორტთან და უცხო ენებთან. ყველგან შეიძლება იყოს წინა პლანზე, გინდა გარეგნობით გინდათ ორატორული ნიჭით. აქვთ უარყოფითი თვისება ეს არის, სულსწრაფობა და გესლიანი გამოთქმები.

თხის რქა - საქმიანი და პასუხისმგებლობიანი ნიშანია. ოჯახის და საქმის მიმართ, ყველაფერი შეგიძლიათ დაავალოთ. ეცადეთ მშობლებმა განუვითარონ მეტი ოპტიმიზმი და იუმორი. ისინი არიან საუკეთესო გამომძიებლები და ექსპერტიზის მუშაკები.

მერწყული- ზედმეტად თავისუფლების მოყვარეა, ტვინი აქვთ არნახულად ძლიერი, აინტერესებთ თანამედროვე ტექნოლოგიები და კოსმოსი.უყვართ ფანტასტიკური ლიტერატურა, ჩვეულებრივი ცხოვრება მალე ბეზრდებათ და უნდათ არაჩვეულებრივი ცხოვრება.

თევზები - ყველაზე ემოციური და მგრნობიარე ნიშანია, აქვთ ფანტაზია არნახული, ასევე ყველაზე გულმოწყალე და სენტიმენტალური ნიშანია. მისთვის დედა ეს არის სულ სხვა სამყარო, მათთვის მნიშვნელოვანია მოფერება და ჩახუტება. ისინი არიან ყველაზე დეპრესიული ნიშანია, აუცილებელია მათ იგრძნონ, რომ გვერდით ჰყავთ ადამიანი, რომელსაც უყვარს იგი.

გახსოვდეთ ყველაზე სუსტი ნერვიული სისტემა თევზებს აქვთ, მაგრამ ყველაზე ადამიანური ეს ნიშანია.

აუცილებელია მშობლებმა ჩაუნერგოთ თავიდანვე, სიყვარული, სითბო და განავითაროთ ის ნიჭი რაც მათ აქვთ. ვერ იტანენ მარტოობას, შემდეგ ეწყებათ დეპრესია, რადგან იკეტებიან საკუთარ თავში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×