დახურვა
სტილი
06.02.2024

ნუ დადებთ თანხას წამლების გვერდით, აბსოლუტურად ვერ იხეირებთ -წერს ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ფინანსური კეთილდღეობის მისაზიდად მოსახლეობას რამდენიმე რჩევას უზიარებს:

„ძალიან ბევრი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას თანხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პროცესებს.

მოგვწონს თუ არა, დედამიწაზე დუალიზმის პრინციპი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს. ადამიანიც ორგვარი ბუნებისაა, როგორც სულიერ, ასევე მატერიალურ სიხშირეზე შეერთებული.

ბუნებრივია, არსებობისთვის კი მატერიალური რესურსი აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ უდიერი მოპყრობა ენერგეტიკულ დისბალანსსაც ქმნის, მიზეზები კი, ხან და ხან, დეტალებშია.

უპირველეს ყოვლისა, თანხა უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა პატიოსნად! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ უფულობას არა, სხვა სახის პრობლემებსაც მოიტანს ან ფული გავა და დაიხარჯება ისეთ საკითხებში, რაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი.

ნუ დადებთ თანხას წამლების გვერდით, აბსოლუტურად ვერ იხეირებთ. ნურც ბასრი საგნების და დიდად გამოსაჩენ ადგილებში აფრიალებთ მას, არც ესაა დიდად პოზიტივის მომტანი.

ასევე, ეცადეთ, რომ ხელფასის ჩარიცხვისას სულ მცირე ერთი დღე მაინც გქონდეთ ფული პირად ანგარიშზე თუ საფულეში, რომ სიმყარე და მისი მუხტი არ დაიკარგოს.

და ბოლოს, ყოველი თვის და ჯამში უკვე წლის ბოლოს ნაშრომის მეათედს თუ ღმერთს და კეთილ საქმეს შესწირავთ, ამით მთლად კარგს იზამთ, თანხას უყვარს კეთილ საქმეებში მოძრაობა, სულ მოძრაობა და არა სტაგნაცია," - წერს გიორგი ლობჯანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×