დახურვა
სტილი
08.04.2024

გადაცემა „იმედის დილის" ეთერში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც ცაგარელი აღნიშნავს, ცდუნებების ალბათობა მაღალია და ჯანმრთელობას უნდა მოვუფრთხილდეთ. დედამიწის გეომანტია იცვლება, თუმცა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს ძალიან ამსუბუქებს მდგომარეობას.

ვერძი - უძილობის პრობლემა და ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. ხელოვნებასთან, იუმორთან, სილამაზესთან უფრო ახლო კონტაქტი. ოთხშაბათიდან შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვაროთ. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კურო - აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი კვირაა. ზეგიდან ყურადღბის ცენტრში შეიძლება მოექცეს ან ექსპერიმენტებმა გაუმართლოს. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი

ტყუპები - ენერგოტონუსი მაღალია. პირველი ორი დღე არ იყოთ სულსწრაფი, ეს შეცდომას დაგაშვებინებთ. ოთხშაბათიდან შეგიძლიათ სერიოზულ პროექტებზე იფიქროთ. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

კირჩხიბი - საინტერესო პერიოდი აქვს, ენერგოტონუსი დაბალია. ახალი შთაბეჭდილებები და იდეები შეიძლება მიიღოთ. ჩაერთოთ მნიშვნელოვან საქმეებში. მატერიალური შესაძლებლობების უნარი მატულობს.

ლომი - აქტიური, ენერგიულია, კარიერული განვითარებაა მისთვის მთავარი, ხელს შეგიწყობენ უცხოელი პარტნიორები. მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა. აკონტროლეთ თქვენში გადამეტებული ამბიციები, ქედმაღლობა.

ქალწული - ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, დასვენება გჭირდებათ. არავითარი ძვირი საყიდლები, გაუფრთხილდით ფინანსებს. შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმები. ჯანმრთელობას მივაქციოთ ყურადღება.

სასწორი - შეგიძლიათ საგრძნობლად გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი და უნარი. ოთხშაბათიდან ქორწინებისთვის ძალიან შესაფერისი პერიოდია.

მორიელი - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და შეიძლება ორმაგი საქმის გაკეთება მოგიხდეთ. ძალიან დაგტვირთავთ ეს ყველაფერი.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მატულობს, არიან აქტიურები, ლიდერები, მაგრამ უცებ შემოდის ძველი სიყვარული, ძველი პროექტები და მათი განხორციელების ახალი გზები, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გექნებათ გადასაწყვეტი.

თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური, გაღიზიანებულობა მატულობს. საყოფაცხოვრებო პრობლემები შეიძლება დაიწყოს. ფინანსები, დამატებითი ხარჯები, მაგრამ ამ ყველაფერს მოაგვარებს და უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის თავს. ზედმეტად ნუ გადაიღლებით, რომ შეცდომები არ დაუშვათ.

მერწყული - ეძებს სიახლეს, შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი იდეები და წრე. მაგრამ ძველიც არ არის დასაკარგი. ძველ და ახალ პარტნიორებს შორის შეიძლება დაძაბულობა დაიწყოს, მაგრამ თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს ყველაფერი.

თევზები - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ფსიქოემოციური განწყობაც არასტაბილური, თუ იმოგზაურებთ, ძალიან კარგი იქნება. ეს ის პერიოდია, როცა ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და მეტად დაასვენეთ თავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×