დახურვა
სტილი
09.03.2024

გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

"9 მარტს ცოტას გამოიდარებს, თუმცა, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი. 10 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. 11 მარტს დღისით გამოიდარებს და 14 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 8 -13 გრადუსამდე იქნება, შემდეგ დღეებში 15 გრადუსამდე მომატებს, 11 მარტს დღისით გამოიდარებს. 14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება - დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 და 18 გრადუსს მიაღწევს. 15 მარტს ისევ ნალექს ველოდებით.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მარტში ნორმაზე მაღალი იქნება ტემპერატურა იქნება. დასავლეთ საქართველოში, სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე 10 - 12 გრადუსი იქნება საშუალო ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6-9 გრადუსი, რაც 1- 2 გრადუსით მაღალია სხვა წლებთან შედარებით...ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება დაახლოებით 2 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 5 გრადუსამდეც. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში შეიძლება მინუს 10 გრადუსამდე დაიწიოს ტემპერატურამ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - მინუს 14 გრადუსამდე. თვის მეორე ნახევრიდან, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება და ის 27-28 გრადუსსაც კი მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 26 -27 გრადუსამდე აიწევს" - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×