დახურვა
სტილი
22.03.2024

გუ­შინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი დი­ნა­მო არე­ნის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც სა­ო­ცა­რი მატ­ჩის მოწ­მე­ე­ბი გავ­ხდით. სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ლუქ­სემ­ბურგს მო­უ­გო და ევ­რო­პის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, ფი­ნალ­ში ითა­მა­შებს.

ბი­ლე­თე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ყი­და, დი­ნა­მო­ზე გუ­შინ რამ­დე­ნი­მე ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ნაკ­რე­ბის ქო­მა­გებ­მა შეკ­რე­ბა ჯერ კი­დევ შუ­ა­დღეს და­ი­წყეს. ვი­დე­ო­ე­ბი სოცქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ნახ­ვა­დი და ემო­ცი­უ­რი მა­ინც ორი პა­ტა­რა ბი­ჭის კად­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც სტა­დი­ონ­ზე შე­ი­პარ­ნენ და სა­ოც­ნე­ბო თა­მაშ­ზე ასე მოხ­ვდნენ.

"ეს ბავ­შვე­ბი შო­რი­დან და­ვი­ნა­ხე, ვგიჟ­დე­ბი მე ამათ ფეხ­ბურ­თი­სად­მი სიყ­ვა­რულ­ზე სკო­ლი­დან დაღ­ლი­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და იმის ნაც­ვლად, სახ­ლში გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, დი­ნა­მოს­თან მო­ვიდ­ნენ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და მზად იყ­ვნენ იქვე და­ე­ცა­დათ, რა გზა არ ეძე­ბეს, რა არ იფიქ­რეს...წა­მოს­ვლა­ზეც კი და­ფიქ­რდნენ წა­მი­ე­რად,თუმ­ცა თეთრქურ­თუ­კი­ან­მა იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხა და იმე­დი მაქვს ისი­ა­მოვ­ნეს ამ თა­მა­შის სი­ხა­რუ­ლით!

გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბო, ვი­საც მარ­თლა უნ­დო­და ამ მატჩზე დას­წრე­ბა და ბი­ლე­თებს ცე­ცხლის ფასი და­ა­დეთ, ხე­დავთ ამ ბავ­შვებს? შე­ი­ნა­ხეთ ახლა ეგ ბი­ლე­თე­ბი და დიდ­ხანს უც­ქი­რეთ, იქ­ნებ ოდეს­მე მა­ინც მიხ­ვდეთ რა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე ასე გა­ღო­რე­ბას... ბავ­შვე­ბო, უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი ხართ" - წერ­და დაჯი ლა­პი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მო­ზარ­დე­ბის ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა.

მას შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა ბავ­შვე­ბის ვი­ნა­ო­ბით, რომ­ლებ­მაც საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის თა­მაშ­ზე და­სას­წრე­ბად ერ­თგვა­რი რის­კიც კი გა­სწი­ეს.

"ამბებმა" პა­ტა­რა ქო­მა­გე­ბი იპო­ვა, ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი, 11 წლის ბი­ჭე­ბი, ილია წი­ქა­რიშ­ვი­ლი და ლუკა ყუ­რაშ­ვი­ლი არი­ან.

მაკა ბარ­ბა­ქა­ძე, ილია წი­ქა­რიშ­ვი­ლის დედა: "დი­ლი­დან გეგ­მავ­დნენ ილია და მისი კლა­სე­ლი ლუკა ყუ­რაშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან უნ­დო­დათ წას­ვლა, მთხო­ვა, დედა, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის მერე წა­ვი­დეთ და და­ვეს­წრო­თო. მე ვუ­თხა­რი, ილია, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­დუ­ლია. თან მე­ში­ნო­და, ამ­დე­ნი ხალ­ხი იყო. ძა­ლი­ან მთხო­ვა და ბო­ლოს დავ­თან­ხმდი. ტე­ლე­ფო­ნი გა­ვა­ტა­ნე და ვთხო­ვე და­ე­რე­კა. სკო­ლის შემ­დეგ და­მი­რე­კა, შე­ვე­დი­თო, რა­ღაც პე­რი­ო­დი იყ­ვნენ და შემ­დეგ გულ­და­წყვე­ტი­ლი იყო, უკან გა­მო­მიშ­ვე­სო. ცოტა ხან­ში ისევ მო­ა­ხერ­ხეს და შე­ვიდ­ნენ. ბი­ჭებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ფეხ­ბურ­თი, ლუკა ახ­ლაც და­დის, ილი­კოც და­დი­ო­და, მაგ­რამ ახლა ცოტა ხანს შეს­ვე­ნე­ბა გვაქვს. ვი­დეო დღეს ვნა­ხე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თან რა კარ­გად არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სიმ­ბო­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, ორი ბავ­შვი შე­ი­პა­რა და ორით ნული დას­რულ­და. ჩვენ მი­ვა­კი­თხეთ შემ­დეგ და სახ­ლში და­ას­რუ­ლეს ყუ­რე­ბა. ემო­ცი­ებ­ში იყ­ვნენ ორი­ვე".

"ამბებმა" ილი­ას­თან და ლუ­კას­თან გა­სა­უბ­რე­ბაც შევძლო. ინ­ტერ­ვი­უს დროს ისი­ნი ისევ ერ­თად იყ­ვნენ.

ილია წი­ქა­რიშ­ვი­ლი: "დილა რომ გა­თენ­და ლუ­კამ და­მი­რე­კა, მოდი, დღეს თა­მა­შია, ბი­ლე­თე­ბი ვერ ვი­ყი­დე და შე­ვი­პა­რო­თო. პირ­ვე­ლად რომ შე­ვი­პა­რეთ, გა­მოგ­ვიშ­ვეს, მწვა­ნე რა­ღა­ცე­ბი ეც­ვათ. არ გვინ­დო­და სახ­ლში წა­მოს­ვლა. არ გვინ­დო­და და­ნე­ბე­ბა, თუ შეს­ვლა იყო, ბო­ლომ­დე უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით. მი­რე­კავს მამა, სახ­ლში წა­მო­დი, არ გინ­დაო. მა­მამ და­მი­რე­კა და მე­ო­რე ტა­იმს სახ­ლში ვუ­ყუ­რეთ, სრუ­ლად ვერ და­ვეს­წა­რით. რომ დას­რულ­და, იქ აღარ ვი­ყა­ვით".

ლუკა ყუ­რაშ­ვი­ლი: "ძა­ლი­ან გული დამ­წყდა, კარ­გად ითა­მა­შეს და ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რეთ სტა­დი­ონ­ზე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბუდუ, კვა­რა­ცხე­ლია და მა­მარ­დაშ­ვი­ლი, მაგ­რამ არა, ორი­ვეს ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გვიყ­ვარს. მშობ­ლებ­მა რომ ჩვე­ნი ვი­დეო ნა­ხეს, გა­უ­ხარ­დათ ძა­ლი­ან, ხალ­ხი რომ კარგ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ და ვუყ­ვარ­ვართ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×