დახურვა
სტილი
08.06.2022

მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა.

რუსული მედია წერს, რომ მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შვილებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ოფიციალურად გალკინი და პუგაჩოვა ამას არ ადასტურებენ, თუმცა მედიაში ირწმუნებიან, რომ ეს სიმართლეა. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლეებმა კვიპროსზე სახლი შეიძინეს და მოქალაქეობაც მიიღეს.

ბოლო ინფორმაციით, გალკინი ოჯახთან ერთად ისრაელში იმყოფება და აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთში აღარც დაბრუნდეს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას. კიდევ დაგიბრუნდებით, თუმცა ამხელა სიყვარულის ფონზე, შემიძლია აქ დავრჩე, შემიძლია აღარ დავბრუნდე რუსეთში“,  – ამბობს მაქსიმ გალკინი.

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან ისრაელში 2022 წლის 28 თებერვალს გაემგზავრნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გალკინი ყველანაირად გმობს კრემლისა და პუტინის დიქტატორული რეჟიმის პოლიტიკას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×