დახურვა
სტილი
01.06.2021

ლეგენდარული კახი კავსაძის ძმა, იმერი კავსაძე სოციალურ ქსელში მონატრებული ძმის, კახის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მსახიობი 16 წლის არის. ბატონი იმერი ხშირად აქვეყნებს საოჯახო ალბომის უნიკალურ კადრებს. ცოტა ადრე, მან “ფეისბუქზე”, ფუნიკულიორზე გადაღებული ფოტო განათავსა.

იმერი კავსაძე: –  აღარც მახსოვს, ასეთი თუ ვიყავი ოდესმე. მაშინ ჩვენ ხშირად დავდიოდით ფუნიკულიორზე. ის რესტორანი პოპულარული იყო. საზოგადოების თავშეყრის ადგილი გახლდათ. დაბადების დღეებს იქ იხდიდნენ ხოლმე.

ამ ფოტოზე, მე მგონი, 5 აგვისტოა და ჩვენი მეგობრის, ავთო საყვარელიძის დაბადების დღეზე ვართ. თუ შეატყობთ, თვალებში ნაბახუსევი გვეტყობა.

ისეთი სამეგობრო გვყავდა, შეკრება და ურთიერთობა გვიხაროდა. თბილისელობაც ეს იყო. ფუნიკულიორზე ვიკრიბებოდით… რას იზამ, წავიდა ყველაფერი…

ორივე ნავარჯიშები ვიყავით, ფიზიკურად. კახი დარბოდა, მე ფეხბურთს ვთამაშობდი. ვცურავდით, წყალბურთს ვთამაშობდით. წყალბურთი სასწაულად ანვითარებს სხეულს, კომპლექსურად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×