დახურვა
სტილი
02.06.2021

ეკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბებოს ფოტოს  და წერს, რომ ეს უსაყვარლესი ბებო 4-5 ცუგას პატრონობს.

„ეს უსაყვარლესი ქალი ცხვარიჭამიაში ცხოვრობს 5-6 ცუგას პატრონობს და ასე გავიცანი, დღეს წყაროსთან შემხვდა, გვირილების საკრეფად იყო წასული.

ორი კვირის წინ ერთი ცუგა გავუსტერილე და მაშინ გავიცანი. საოცრად პატრონობს ცხვარიჭამიას ცუგებს, მომიყვა, ტყეში ერთხელ ნადირი შეხვედრიათ და ამ ცუგებმა არ დამტოვეს, ბოლომდე ჩემთან ერთად იყვნენო. საკვების დატოვება შევთავაზე და კატეგორიული უარი მითხრა, ჯერ მაქვს და შენ აჭამე სხვებსო. გვირილები მაჩუქა და ისე გამომიშვა. ამ ქვეყანაში ადამიანებს ძალიან უჭირთ, მაგრამ არ კარგავენ ადამიანურ სახეს, სხვებზეც ზრუნავენ,“- წერს ეკა ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×