დახურვა
სტილი
14.03.2024

გადაცემის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" მორიგი ეპიზოდი, წარმატებული და ძლიერი ქალბატონების ისტორიებს დაეთმო. ამ კუთხით საკუთარ გამოცდილება, ცნობილმა გინეკოლოგმა, ნინო ჩოგოვაძემ გაგვიზიარა.

ამასთან, მან ისაუბრა 50 წლის ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ალექსანდრე კალანტაროვთან ურთიერთობასა და ქორწინებაზე.

„ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ, ძალიან ბევრ ქარტეხილებს გავუძელი.. ბევრ რამეს მივაღწიე კარიერულად და ამ ყველაფერს უნდა ძალა, შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი..

მთავარი მოტივაცია ჩემი შვილი იყო, მინდოდა მას სცოდნოდა, რომ მას ჰყავს შემდგარი, წარმატებული დედა.. ამასთან, დედაჩემი საოცარი ქალი იყო და ყოველთვის გვერდში მედგა, იშვიათად შეგაქებდა.. ბოლოს ამბობდა ხოლმე, დედუ, შენ კარგი შვილი ხარ, ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელი.. გარდა ამისა, მოტივაცია იყო ჩემი მეგობრები, ნათესავები..

მუცელში ბევრი პეპლები მაქვს.. ვთვლი, რომ გვიან ასაკში, გააზრებული, ნამდვილი სიყვარულია, როდესაც გაუცნობიერებლად კი არ დგამ ნაბიჯს, ან იმიტომ, რომ მარტო ყოფნა არ გინდა, არა, არაფერი გაკლია, რეალურად ხვდები, რომ არსებობს ადამიანი ამქვეყნად, რომელზეც ყოველ წუთას ფიქრობ და მასთან ყოფნა გინდა.

როგორც საშა ამბობს, ჩვენ ერთნაირი სინაფსები გვაქვსო.. სინაფსები ნერვული კავშირებია ანუ ერთნაირად ვფიქრობთ, ბევრი სალაპარაკო გვაქვს, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, მე ამას გათხოვებას არც ვეძახი, უბრალოდ, ვცხოვრობ ადამიანთან, რომელთანაც მინდა, რომ ცხოვრების ბოლომდე ვიყო..

ჩემთვის მამაკაცი არის ადამიანი, რომელმაც უნდა გაგანებივროს, როდესაც გეუბნება, რომ შენ არ ინერვიულო არაფერზე, დაიღალე? დაისვენე.. შენ უნდა იყო ლამაზი, დასვენებული.. როდესაც არ გეშინია, თუნდაც იმის, რომ ავად გახდე.. საშას იმდენად კარგად ვიცნობდი, რომ მისი არსებობით არასოდეს არ შემქმნია დისკომფორტი..

ყველა ასაკში შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც გინდა და არა შაბლონებით, მთავარია მიხვდე, რომ უნდა იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×