დახურვა
სტილი
15.03.2024

ხათუნა ჟორდანიამ გადაცემაში „დღის პოსტი" მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა, განაცხადა რომ მარტო ამ დაავადებას ვერაფერს უზამდა.

მისი თქმით, ნინი დედის გვერდით ყოველთვის იდგა, ყველა ეკლესია მოიარეს. იგიი გადაცემაში იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც ნინიმ იძულებით წაიყვანა ეკლესიაში, როდესაც ხათუნას არ შეეძლო.

„თოვლი და აღმართი იყო, ამ აღმართზე მივხვდი რომ ვეღარ მივდივარ. ზურა სხვა მხრიდან წავიდა მე და ნინი კი სხვა მხრიდან, უკვე ეკლესიას ვხედავდი და ნინის ვეჩხუბებოდი, რატომ წამომიყვანა აქ რამინდოდა-თქო, რომ გამემწარებინა პალტოს ვიხდიდი და ზურგით ვწვებოდი თოვლში. ბოლო წერტილი იყო, რომ დავეცი ვეღარ ვდგებოდი ზურა და ერთი ადამიანი ჩამოვიდა და ხელში ამიყვანეს. აქ კი, ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ ღმერთი ყოველთვის არის ჩემთან",ამბობს ხათუნა ჟორდანია. ცნობისთვის, ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძოდა, თუმცა მომღერალმა მისი დამარცხება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×