დახურვა
სტილი
16.03.2024

„საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო", - აღნიშნულის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სპორტულ გამოცემა Versus-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ვრცელი ინტერვიუს ბოლოს ხვიჩას ჰკითხეს, „როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი სახელის ირგვლივ დიდი მღელვარებაა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა".

„ - ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ", - აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×