დახურვა
სტილი
26.03.2024

ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის მეუღლემ ნინი კვერნაძემ ქმრისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. პარალელურად მან წინასამატჩო განწყობაც შეაფასა:

„ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, განსაკუთრებით წინა თამაშის მერე. ბუდუც და ბიჭებიც, რომ ველაპარაკები, უფრო განსხვავებულად არიან განწყობილები…“

ნინიმ აღნიშნა, რომ ფეხბურთელობის ცოლობას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს:

„ბევრი მოგზაურობა გვიწევს, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება… უარყოფითი მხარე ისაა, რომ შენი ოჯახის წევრები არ არიან შენ გვერდით, არც ახლობლები, არ გაქვს სახლი, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებ ყველაფერს.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდად დამღლელი არ არის, თვითონაც მეხმარება ყველაფერში, მორალურად, ბავშვის მხრივაც. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ვზრდი ბავშვს, თანაბრად ვართ ჩართულები შვილის აღზრდაში.

არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წინა თამაშის მერე იმდენი მოლოცვა მოგვდიოდა, იმ საღამოს რომ დავიწყეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი. ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად არ მომწონს ამდენი ყურადღება. გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება.

ისე გამოვიდა, რომ თავი ოჯახს მივუძღვენი. ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ენა რომ არ იცი, რა უნდა გააკეთო. თან, ბავშვიდან გამომდინარე. არც ძიძა გვყავს, არც დამხმარე და ჩემი 24 საათი შაის ეკუთვნის. მიყვარს ენების სწავლა და თუ თავისუფალი დრო მაქვს, ამას ვუთმობ. ესპანურსა და კორეულს ვსწავლობ…“

ნინი აღნიშნავს, რომ ამ თამაშებისთვის მისი მეუღლე გამორჩეულად ემზადებოდა. ძალიან უყვარს ტკბილი, მაგრამ თვენახევარია, არ უჭამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×