დახურვა
სტილი
02.04.2024

მსახიობი და ტელეწამყვანი ზურა გორგაძე ჟურნალ „თბილისელებთან" კიდევ ერთხელ საუბრობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ:

" ჩემს ცხოვრებაში იყო რთული რვა წელიწადი, როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო დრო, ენერგია, ნერვები, ფული და ჯანმრთელობა, ერთდროულად დავკარგე. კი ამბობენ, როგორც ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, ისე ყოფილი მოთამაშეო, მაგრამ მე ვარ ფაქტი, მე დავძლიე ეს სენი. აზარტული თამაშები სტუდენტობის ბოლო წლებში დავიწყე და თამაშ-თამაშში ჩემი ცხოვრების თანამდევ საშინელ ყოველდღიურობად იქცა.

რთულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი, ბევრი მცდელობა მქონდა, თავი დამენებებინა, მაგრამ ადვილი არ იყო. საკუთარი თავის ღირსების შელახვის ყველაზე მეტად შემეშინდა და ერთ დღესაც ვთქვი: „მორჩა!" და იმ დღის მერე, აზარტულ თამაშებს აღარ გავკარებივარ. ფინანსური პრობლემაც მოვაგვარე, ოჯახის წევრების ნდობის მოპოვებაც შევძელი და ფორტუნა კვლავ შემოტრიალდა ჩემკენ. სწორ რელსებზე შევდექი და დღემდე კარგი გზით მივდივარ. ამ გზას ვეღარ შემიცვლის ის მახინჯობა, რომელიც გამოგონილია ადამიანის გამწარებაზე, რომ ერთეულებმა დიდი ფული აკეთონ. რომ არა ოჯახის წევრების გვერდით დგომა და იმ კოშმარის დროს მეგობრების სწორი დამოკიდებულება, გამიჭირდებოდა სწორი გზის დანახვა. ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, იმ საშინელ, კოშმარულ რვა წელს არ გავივლიდი. თუმცა, გავიარე ის გზა, გავუძელი და იმ კოშმარის დაძლევამ რკინის ადამიანად მაქცია." - ამბობს ზურა გორგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×