დახურვა
სტილი
19.04.2024

 „სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ჟურნალისტებზე თავდასხმას“ - რას ჰყვება „იმედის“ ჟურნალისტი 

ჩვენთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო ადგილზე მუშაობის გაგრძელება. რაც მახსოვს არის ის, რომ ბევრი აგრესიული ადამიანი ცდილობდა ჩვენზე თავდასხმას, რომ არ შევსულიყავით პირდაპირ ეთერში", - ამის შესახებ „ქრონიკის" ჟურნალისტმა, ანუკი ჩხიკვაძემ განაცხადა. 18 აპრილს, აქციის მონაწილეები „იმედის" ჟურნალისტ ანუკი ჩხიკვაძეს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. შეკრებილები ჟურნალისტის მისამართით შეურაცხმყოფელ რეპლიკებს იძახდნენ, უსტვენენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ.

„მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ჟურნალისტებზე თავდასხმას, თუმცა, ეს არ ეხება აქციის ყველა მონაწილეს. იქ იყვნენ მშვიდობიანი აქტივისტები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავდნენ" აღნიშნა ჟურნალისტმა.„იმედის" თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის" გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის" ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×