დახურვა
სტილი
23.04.2024

ტელეწამყვან, ნანიკო ხაზარაძის მამას დემენციის გამო მეხსიერების პრობლემები აქვს. სამწუხაროდ, ის არამარტო შვილს, არამედ თავის თავსაც ვეღარ ცნობს.

ნანიკოს მამა ამჟამად პანსიონატში იმყოფება, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ნანიკო სოციალურ ქსელში მამის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს, ამჯერად ის მორიგ კადრებს გვიზიარებს, სადაც გადაცემაში „შვილი" მამის დიაგნოზის და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ საუბრობს.

"მამის დიაგნოზის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სულ ვტიროდი, სამსახურში ვიყავი გაღიზიანებული, ვჩხუბობდი ჩემს შვილთან, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ასე არ გამომივა ცხოვრება.

შეიძლება ამისთვისაც გავილანძღო, პანსიონატზე გადაწყვეტილების მიღებაზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ იგივე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამდი.

მამაჩემი ჩემზე მეტად არავის უყვარს და არავის უნდა თავს გრძნობდეს კარგად, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია, მართლა არ ვიცი რა გავაკეთო", - აღნიშნავს ნანიკო ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×