დახურვა
სტილი
27.11.2021

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს გამომწერებს და საკუთარ აზრს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით დაუფარავად გამოხატავს. სწორედ საკუთარი თავის მიმღებლობის შესახებ წერს მომღერალი "ინსტაგრამსთორიში" და ერთ-ერთი გამომწერისგან მიღებულ წერილს აზიარებს. როგორც აღმოჩნდა, წერილის ადრესატს წონაში მომატების გამო გარშემომყოფები დასცინიან, ამის გამო კი ფსიქოლოგიური პრობლემებმა იჩინა თავი.

„თუ თქვენ თვლით, რომ ნორმალური ადამიანი ხართ, ნურასდროს შეეცდებით, სხვა ადამიანს დაუწესოთ სილამაზის სტანდარტები. ყველა ინდივიდუალური და თავისებურად ლამაზია. მთავარია, თქვენ გიყვარდეთ სხეული, რომელშიც ცხოვრობთ და კომფორტულად იყოთ. ყველაზე ბოროტი ხალხი ხართ, ვინს სხვის დაცინვას ბედავთ!" - წერს თიკა ჯამბურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×