დახურვა
სტილი
08.06.2022

"იმედის" არხზე გადაცემა - „სიცრუის დეტექტორში“ გიორგი გასვიანს სტუმრად ჰყავდა მიწვეული ამიკო ჩოხარაძე, სადაც მან „რუსთავი 2“-დან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"ჩემი დამსაქმებელი ბერა ივანიშვილთან მეგობრობას მიკრძალავდა" - განაცხადა ამიკო ჩოხარაძემ.

„მე მყავას ძმაკაცი, ჩემი შვილი ნათლია, ამიკო ჯანელიძე, რომელმაც გამაცნო ბერა ივანიშვილი. მე და ბერა დავმეგობრდით, ხან ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან ვსაუბრობდით"..

"რაც მთავარია, მე ვამჯობინე მეგობრობა ამ ვითარებაში. ჩვენ რამდენიმე ადამიანი წამოვედით „რუსთავი 2“დან. არ მომწონდა, როდესაც ამას ვიღაცები მიშლიდნენ. პარალელურად მეუბნებოდნენ- „იქ არ ახვიდე, იქ არ წახვიდე, ამასთან ნუ დადიხარ“ და რაღაც სისულელეები. ამას მეუბნებოდა „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და ამასთანავე, იმ პერდიოდის სამთავრობო დაწესებულებები.

როდესაც დამიბარეს, მე ვუთხარი, რომ არ ვიყავი მათი თამაშის მონაწილე. მე მყავს ადამიანი, მეგობარი და როცა მინდა ავალ, როცა მინდა წამოვალ...

ბერამ მითხრა: მოდი დავიკიდოთ რაც ხდება და ვაკეთოთ ის, რაც გაგვისწორდებაო.

მე და ბერას დღესაც გვაქვს კომუნიკაცია, მიხარია მისი წარმატება“ - ამბობს ამიკო ჩოხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×